1. პროექტის სახელწოდება: ჯანსაღი კვება
2. პროექტის მთავარი იდეა.( თემა) როგორ დაგვეხმარება ჯანსაღი კვება სიცოცხლის გახანგრძლივებაში?
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები
შეძლებენ განასხვავონ სასარგებლო და მავნე პროდუქტები და გააკეთონ საღი არჩევანი.
4.
პროექტის
მიზანი: მოსწავლე შეძლებს მოკლე მიზნის დასახვას, საჭირო ინფორმაციის მოძიებას, დახარისხებას, ახალი ლექსიკური ელემენტების გამოყენებას გაბმულად თხრობის პროცესში ნაცნობ სიტყვებზე დაყრდნობით პრეზენტაციის გაკეთებისას. მოსწავლის მიზანი: შეძლოს ახალი სიტყვების დამახსოვრება, გაბმულად თხრობა და პროდუქტის აღწერა.
5. მონაწილეთა ასაკი. V კლასი
6. ვადები, ხანგრძლივობა. 3 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც
შეიძლება, შეიქმნას.- მოსწავლეები შექმნიან პირამიდას სასარგებლი საკვების ჩამონათვალით,მოახდენენ დისკუსიას.
8. პროექტისათვის საჭირო რესურსები: პროდუქტების გარკვეული რაოდენობა, ფორმატი,მარკერი,
9.
პროექტის
მსვლელობა
(ძირითადი
აქტივობები): პირველი
ნაბიჯი-
კლასს ვუჩვენებთ ორ სურათს: ერთზე შემწვარი კარტოფილი,ხოლო მეორეზე- ბოსტნეულია გამოსახული.ბავშვები ღწერენ ორივე სურათს,ასახელებენ მათ თვისებებს.აღწერენ,იყენებენ ზედსართავ სახელებს.
მეორე ნაბიჯი-
მოსწავლეები გახსნიან სახლიდან წამოღებულ ლანჩის პაკეტებს, სადაც მათთვის საყვარელი პროდუქტი აქვთ.მოსწავლეები ახდენენ შეფასებას, თუ რამდენად კარგადაა მათი ლანჩი დაგეგმილი,რამდენი არაჯანსაღი პროდუქტია მასში მოთავსებული და სავარაუდოდ რა საფრთხეს შეუქმნის ის პროდუტქი მათ ჯანმრთელობას.
მოსწავლეები საუბრობენ:
შედგება თუ არა მათი საკვები სხვადასხვა ჯგუფის პროდუქტისაგან?
*როგორ ფიქრობთ ,თქვენი სადილი ჯანსაღია?
*რა საკვებს ამოიღებდით რაციონიდან,თქვენი სადილი რომ უფრო ჯანმრთელი გახადოთ?
ჩავატარებთ საკლასო დისკუსიას.
მოსწავლეებს დავაწყვილებ და დავავალებ,რომ სკოლაში მოახდინონ გამოკითხვა ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამის შემდგომ მოღებულ მონაცემებს გაწერენ გრაფაში და გონებრივი იერიშის საშუალებით , მიღებულ მონაცემებს უკვე ჯანსაღი საკვებისთვის განკუთვნილ პირამიდაში განათავსებენ სარგებლიანობის თვალსაზრისით
მოსწავლეები უკვე თავიანთი არჩევანის მიხედვით ახდენენ მომავალი მენიუს შედგენას,რომელშიც შეყავთ მხოლოდ ჯანსაღი საკვები.
იმსჯელებენ საკითხზე- როგორ დაგვეხმარება ჯანსაღი კვების ჩვევები ზრდასა და დიდხანს სიცოცხლეში.
10.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან
კავშირი
ბიოლოგია
ბიოლოგია
11.
პროექტის
ხელმღვანელი მაკა ხაჭაპურიძე
12.
ხელმძღვანელოს
ელ-ფოსტა;makakhachapuridze123@gmail.com
13.
პროექტის
ვებ-გვერდი/ბლოგი; https://makakhatchapuridze.blogspot.com/p/blog-page_20.html
No comments:
Post a Comment